სვენ ულრაიხმა სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მისი 6 წლის შვილის გარდაცვალებას ადასტურებს.
"ღრმა მწუხარებით გვინდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი შვილი ლენი რამდენიმე კვირის წინ გრძელვადიანი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა.
გადაწყვეტილება, რომ ეს საჯაროდ გამოგვეცხადებინა, ძალიან რთული იყო ჩვენთვის - თუმცა ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ოჯახისთვის, რომ სიცხადე შევძინოთ ჩვენს მდგომარეობას. ჩვენს ქალიშვილთან ერთად ვცდილობთ, რომ ცხოვრებას ნაბიჯ-ნაბიჯ დავუბრუნდეთ.
განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ოჯახებს, მეგობრებსა და მიუნხენის ბაიერნის მათ მხარდაჭერისთვის ბოლო თვეების განმავლობაში - ეს ჩვენთვის ბევრს ნიშნავს.
საზოგადოებასა და მედიას ვთხოვთ, რომ გაითვალისწინონ და პატივი სცენ ჩვენს სიტუაციას. მოწიწებით გთხოვთ, თავი შეიკავოთ დამატებითი კითხვებისა და განცხადებებისგან.
ლიზა და სვენი". - წერია ბაიერნის მეკარის განცხადებაში.
ულრაიხმა რამდენიმე დღის წინ ბაიერთნან კონტრაქტი 2026 წლამდე გაახანგრძლივა.