ტოტენჰემს ჟოაო პალინიას იჯარით დამატება სურს.
The Athletic-ის ინფორმაციით, ლონდონურმა კლუბმა ბაიერნთან პორტუგალიელი ნახევარმცველის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაიწყო.
როგორც ირკვევა, გერმანულ კლუბს პალინიას გაყიდვა სურს, ტოტენჰემს კი ფეხბუთელის იჯარით დამატება სურს.
პორტუგალიელი ბაიერნში ფულემიდან გასულ ზაფხულს, 51 მილიონ ევროდ გადავიდა.
ბაიერნის მაისურით სადებიუტო სეზონში ფეხბურთელმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც სასტარტოში მხოლოდ 9-ჯერ მოხვდა, რადგან ვენსან კომპანი სხვა ნახევარმცველებს ანიჭებდა უპირატესობას.