ლუის დიასი ლივერპულის ფანებს ემოციური წერილით დაემშვიდობა.
კოლუმბიელი ახალი სეზონიდან მიუნხენის ბაიერნის მაისურით შეუტევს, ტრანსფერის ღირებულება, 75 მილიონი ევრო შეადგინა.
„ამ სამნახევარ წელიწადს სამუდამოდ გულში შევინახავ. ლივერპულში დიდი ოცნებებით მოვედი და მივდივარ ამაყი იმ მიღწევებით, რომელსაც ერთად მივაღწიეთ.
აქ არაჩვეულებრივ ადამიანებს შევხვდი - საოცარ თანაგუნდელებს, რომლებიც ძალიან დამეხმარნენ, ასევე განსაკუთრებულ გულშემატკივრებსაც.
ლივერპული ნამდვილად განსაკუთრებული კლუბია და ყველანი ჩემს გულში დარჩებით.
ეს ციკლი აქ სრულდება და ძალიან ბედნიერი ვარ, როცა უკან ვიყურები და ვხვდები, რამდენად ბედნიერები ვიყავით ერთად. მხოლოდ მოგებული ტიტულების გამო არა - იმ ერთობის და მეგობრობის გამოც, რომელმაც ეს ყველაფერი შესაძლებელი გახადა.
იყო აღმავლობებიც და ჩავარდნებიც, როგორც ყველგან, მაგრამ ყველაფერი ყოველთვის სუფთად და გულწრფელად იყო - ისე, როგორც ოჯახს შეეფერება.
კარგია, როცა მიდიხარ შეგრძნებით, რომ ვალი მოიხადე და რაც მთავარია, მიდიხარ ჩემპიონად.
იდეალური დამშვიდობება გვექნებოდა, რომ არა ტრაგედია, რომელმაც ერთ-ერთი ჩვენგანი წაგვართვა. როგორც ვთქვი და გავიმეორებ - ყველანი ჩემს გულში ხართ, მაგრამ ერთი ადამიანი განსაკუთრებით: დიოგუ. მას არასდროს დავივიწყებ. ჩვენ მას არასდროს დავივიწყებთ.
მადლობა ყველაფრისთვის. YNWA". - წერს სოციალურ ქსელში კოლუმბიელი.