პსჟ-ს მცველი მილან შკრინიარი კარიერას ფენერბაჰჩეში გააგრძელებს.
კლუბებს შორის შეთანხმება 7 მილიონ ევროდ შედგა, გარკვეული ბონუსებით თანხა შესაძლოა 10 მილიონამდე გაიზარდოს.
შკრინიარი უკვე სტამბოლში ჩაფრინდა, სადაც ფენერთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
სრული გასული სეზონი სლოვენიელმა იჯარით ფენერბაჰჩეში გაატარა, რომელში დარჩენის სურვილიც გამოთქვა და პსჟ მცველის გაყიდვას დათანხმდა.