ატალანტას გენერალურმა დირექტორმა, ლუკა პერკასიმ დაადასტურა, რომ ადემოლა ლუკმანს გუნდიდან წასვლა სურს.
„ლუკმანს დიდი ხანია წასვლა სურს. ინტერისგან შემოთავაზება გვაქვს, თუმცა ჩვენი ფეხბურთელის ფასს და მოლაპარაკებების ხანგრძლივობას თავად ვადგენთ.
მათთან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შემოთავაზების განსახილველად იმდენ დროს ვიყენებთ, რამდენიც ჩვენ გვჭირდება." - აღნიშნა ბერგამოული კლუბის დირექტორმა.
ინტერმა ატალანტას 45 მილიონი ევრო შესთავაზა ნიგერიელი შემტევის სანაცვლოდ, პირველი შეთავაზება, რომელიც 40 მილიონს შეადგენდა, ბერგამოელებმა უმალვე უარყვეს, მეორეზე კი დასაფიქრებლად დრო აიღეს.