ჯიჯიო დონარუმას პსჟ-ში დარჩენა გამორიცხული სულაც არ არის.
ფეხბურთელს მომავალ ზაფხულს პარიზულ კლუბთან კონტრაქტი უმთავრდება და პსჟ-ს მის შემცვლელად ლილიდან ლუკას შევალიე მოჰყავს, თავად იტალიელს კი გაყიდვას უპირებს, რათა გაისად უფასოდ არ დაკარგოს.
თუმცა, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, დონარუმა არ გამორიცხავს პსჟ-ში დარჩენას და შევალიესთან კონკურენციაში პირველობისთვის ბრძოლას, როგორც ამას გუნდში კეილორ ნავასის ყოფნისას აკეთებდა.
არაა გამორიცხული, დონარუმა ამ ზაფხულს პსჟ-ში დარჩეს და კლუბი გაისად, თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს, როგორც ეს გასულ ზაფხულს კილიან მბაპემ გააკეთა.
თავის მხრივ, პსჟ ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი მოვლენათა განვითარება აირიდოს თავიდან.