ჩელსიმ აიაქსის პერსპექტიული მცველის, ჯორელ ჰატოს ტრანსფერი შეათანხმა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, კლუბებს შორის შეთანხმება შედგა, ლონდონური კლუბი ჰატოს სანაცვლოდ 40 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს გადაიხდის.
ფეხბურთელს ამ ზაფხულს მხოლოდ ჩელსიში სურდა გადასვლა, რამაც მოლაპარაკებები დააჩქარა.
უახლოეს პერიოდში ჰატო ლონდონში ჩაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და მრავალწლიან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
ნიდერლანდელი ჯორელ ჰატო უნივერსალია და როგორც ცენტრალური მცველის, ისე მარცხენა მცველის პოზიციაზე შეუძლია თამაში.