VIDEO: ბოლო 21 წელში მე-2 გუნდი - ლამპარდის ქოვენთრის მიღწევა
6 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფრენკ ლამპარდის გაწვრთნილი ქოვენთრი სიტი ინგლისის ჩემპიონშიფს 8-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს და აღსანიშნავი მიღწევაც დააფიქსირა.
23-ე ტურში, სუონსის დამარცხების შემდეგ, ქოვენთრელებმა 51 ქულა მოაგროვეს და აქტივში 54 გოლი აქვს, რითაც 2004-05 წლების სეზონიდან მოყოლებული ჩემპიონშიფის მე-2 გუნდია, რომელმაც ზამთრის შესვენებამდე, მინიმუმ 23 ტურის ჩატარების შედეგად, 50+ ქულა მოაგროვა და 50+ გოლი გაიტანა - 2008-09 წლების სეზონში ეს ვულვზმა გააკეთა.
მორიგი გამარჯვების შემდეგ, ლამპარდის გუნდმა მე-2 ადგილოსან მიდლსბროსთან უპირატესობა - 8-მდე, ხოლო მე-3 ადგილოსან იფსვიჩთან 13 ქულამდე გაზარდა. ვიცით, რომ პრემიერ ლიგაში პირველი 2 გუნდი პირდაპირ დაწინაურდება.
29 დეკემბერს, ქოვენთრი სწორედ ნახსენებ იფსვიჩს მასპინძლობს.