VIDEO: ბოლო წუთზე დაკარგული ქულები - ტოტენჰემი კვლავ ვერ იგებს
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის 33-ე ტურში ტოტენჰემმა საკუთარ მოედანზე ბრაიტონი მიიღო.
შეხვედრაში ანგარიში 39-ე წუთზე, ჩავი სიმონსის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ, თავური დარტყმით პედრო პორომ გახსნა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი კაორუ მიტომამ ეფექტური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.
77-ე წუთზე ჩავი სიმონსმა საჯარიმოს გარედან დარტყმით კვლავ წინ გაიყვანა ტოტენჰემი და ლონდონური კლუბი 2026 წელს პრემიერ ლიგაში პირველ გამარჯვებასთან ახლოს იყო, თუმცა ასე მაინც არ მოხდა.
ამჯერად მეორე ტაიმის დამატებულ წუთებში, კერძოდ 95-ე წუთზე მასპინძელთა შეცდომით სტუმრებმა ისარგებლეს და ჯორჯინიო რუტენმა მატჩის საბოლოო ანგარიში 2-2 დააფიქსირა.
რობერტო დე ძერბიმ კი სადებიუტო გამარჯვება ვერ მოიპოვა და შედეგად ტოტენჰემი კვლავ გასავარდნ ზონაში რჩება, ვესტ ჰემთან ჩამორჩენა 1 ქულაა, რომელიც ამ ტურში კრისტალ პალასს ესტუმრება.