ლონდონის ჩელსი უმძიმეს კრიზისშია.
პრემიერ ლიგის 33-ე ტურში მანჩესტერ იუნაიტედთან შინ განცდილი მარცხი (0:1) გუნდისთვის ბოლო პერიოდში მეექვსე აღმოჩნდა.
ბოლო შვიდ შეხვედრაში „ლურჯებმა“ მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვეს - ინგლისის თასის მეოთხედფინალში პორტ ვეილი გაანადგურეს (7:0). დანარჩენ 6 მატჩში კი გუნდმა კატასტროფული შედეგი აჩვენა: 6 მარცხი, ბურთების საერთო შეფარდებით - 2:16.
ჩელსის ბოლო 7 მატჩის შედეგები:
კრიზისის დაძლევის მორიგი შანსი გუნდს მომდევნო შანსი 21 აპრილს ექნება, როდესაც პრემიერ ლიგის 34-ე ტურში ბრაიტონს დაუპირისპირდება.
ამ წარუმატებელი სერიის ფონზე ჩელსის 48 ქულა აქვს და გუნდი მე-6 ადგილს იკავებს, თუმცა ქვემოთ მყოფი ბრენტფორდი და ბორნმუთი ქულებით დაეწივნენ. ასე თუ გაგრძელდა, ლონდონელები მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე კი არა, ვერცერთ ევროტურნირზე ვერ ითამაშებენ.