მანჩესტერ იუნაიტედის პორტუგალიელმა ლიდერმა, ბრუნო ფერნანდეშმა, პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მე-18 საგოლე გადაცემა მიითვალა.
33-ე ტურის მატჩში ჩელსის წინააღმდეგ, მან მათეუს კუნიას გაატანინა გოლი.
VIDEO: მანჩესტერმა ჩელსის კუნიას გოლით მოუგო
ამ შედეგით ბრუნომ ისეთი ლეგენდების მაჩვენებელი გაიმეორა, როგორებიცაა:
სესკ ფაბრეგასი (18 პასი 2014/15 სეზონში)
ფრენკ ლემპარდი (18 პასი 2004/05 სეზონში)
კევინ დე ბრუინი (18 პასი 2016/17 სეზონში)
მოჰამედ სალაჰი (18 პასი 2024/25 სეზონში).
პრემიერ ლიგის ისტორიაში ერთ სეზონში მეტი ასისტი მხოლოდ სამ ფეხბურთელს აქვს გაკეთებული: ტიერი ანრის (20), კევინ დე ბრუინს (20) და მესუთ იოზილს (19). სეზონის დასრულებამდე დარჩენილ ტურებში ბრუნოს კარგი შანსი აქვს, აბსოლუტურ რეკორდსაც კი მიუახლოვდეს.