VIDEO: ბრაიტონმა ჩემპიონი გაანადგურა - არსენალის პირველი მარცხი
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში ბრაიტონმა საკუთარ მოედანზე მოქმედი ჩემპიონი არსენალი მიიღო.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი ბრწყინვალედ ჩაატარეს და ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვეს.
31-ე წუთზე საჯარიმოს გარედან დარტყმით პასკალ გროსმა ანგარიში გახსნა, 45-ე წუთზე კი ასევე შორეული გასროლით ჩარალამპოს კოსტულასმა პირველი ტაიმის ანგარიში (2-0) დააფიქსირა.
მეორე ტაიმში ,,თოლიებმა" კიდევ ერთი გოლის გატანა შეძლეს. 57-ე წუთზე პასკალ გროსის კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ ანდრეს ჩემამ ანგარიში 3-0 გახადა.
საბოლოოდ ბრაიტონმა მოქმედი ჩემპიონი სამბურთიანი უპირატესობით დაამარცხა და სატურნირო ცხრილში 10 ქულით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.
მიკელ არტეტას გუნდმა კი ახალ სეზონში პირველი ქულები დაკარგა და პირველი მარცხიც განიცადა. ლონდონელებს 12 ქულა რჩებათ და ცხრილში მე-2 ადგილს იკავებენ.