VIDEO: დეტროიტმა და ოკლაჰომამ სერიებში ანგარიში გახსნეს
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ში პლეიოფის ახალმა სერიებმა აიღო სტარტი.
დეტროიტ პისტონსი კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა და 111-101 დაამარცხა. გამარჯვებულ გუნდს კეიდ კანინგემმა ულიდერა, რომელმაც 23 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
კლივლენდიდან კი გამორჩეულები დონოვან მიჩელი (23 ქულა) და ჯეიმს ჰარდენი (22 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა) იყვნენ, თუმცა ეს მოგებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორე მატჩში ოკლაჰომა სიტი თანდერი ლოს ანჯელეს ლეიკერსს შეხვდა და 108-90 მოუგო. მოქმედი ჩემპიონებიდან საუკეთესო ჩეტ ჰოლმგრენი იყო, რომელმაც 24 ქულა და 12 მოხსნა ჩაიწერა აქტივში.
ლუკა დონჩიჩს გარეშე მყოფ ლეიკერსს კი 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომლიცს ანგარიშზეც 27 ქულა იყო, თუმცა მას მხარი თანაგუნდელებმა ვერ აუბეს.
ამ მოგებებით დეტროიტმა და ოკლაჰომამ თავიანთ სერიებში ანგარიში გახსნეს. გუნდებს შორის მეორე შეხვედრები 8 მაისს გაიმართება.