VIDEO: დღის მომენტი - ლიპარტელიანის საოცარი იპონი მსოფლიო ჩემპიონატზე
3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ბრწყინვალედ დაიწყო.
ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა იპონით ჯერ ურუგვაელი მაია ლეოპოლდი, ხოლო შემდეგ ბრაზილიელი სარა სოუზა დაამარცხა.
განსაკუთრებით ეფექტური და ლამაზი იყო ქართველის მომგებიანი გდება ბრაზილიელის წინააღმდეგ, რომელიც დღის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გახდა.
ამ გამარჯვებით ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში გავიდა, სადაც ხორვატ ანა პულიჟს დაუპირისპირდა და ისიც იპონით დაამარცხა.
ქართველი ჩემპიონი 1/2 ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსს შეხვდა, რომელსაც იუკოთი მოუგო და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ფინალში ლიპარტელიანი იაპონელი აკარი ომორის დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
ლიპარტელიანის აში-ვაზა ლეოპოლდთან
"What a beauty that was!" Glorious Ashi-waza from Liparteliani! 😍 Follow all the action on https://t.co/ToWOtXHff6 💻 #JudoWorlds #Baku #Azerbaijan #RoadToLA2028 #OlympicQualifiers https://t.co/XjPYt480TK