ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
ბაქოში მიმდინარე ტურნირზე ქართველმა მსოფლიო ჩემპიონმა იპონით ჯერ ურუგვაელი მაია ლეოპოლდი, ხოლო შემდეგ ბრაზილიელი სარა სოუზა დაამარცხა.
ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალში ხორვატ ანა პულიჟს დაუპირისპირდა და მასაც იპონით მოუგო.
ქართველი ჩემპიონი 1/2 ფინალში გერმანელ სეია ბალჰაუსს შეხვდა, რომელსაც იუკოთი სძლია და ზედიზედ მეორედ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა.
ფინალში ლიპარტელიანი იაპონელი აკარი ომორის დაუპირისპირდება. ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტში მსოფლიო ჩემპიონი გახდა, დღეს კი ფინალში ტიტულის დაცვას შეეცდება.
VIDEO: დღის მომენტი - ლიპარტელიანის საოცარი იპონი მსოფლიო ჩემპიონატზე