საქართველოს ჩემპიონატის 24-ე ტურში რუსთავი თბილისში დინამო ბათუმს დაუპირისპირდა.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმის სტარტზე კი გადამწყვეტი გოლი გავიდა, რომელმაც სტუმარ გუნდს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
48-ე წუთზე რუსთაველთა მეკარის, პაპუნა ბერუაშვილის, შეცდომით თორნიკე კირკიტაძემ ისარგებლა და ანგარიში გახსნა.
გაშვებული გოლის შემდეგ რუსთავმა 5 ცვლილება განახორციელა, თუმცა გია ცეცაძის გუნდმა თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.
ამ მოგებით დინამო ბათუმმა სატურნირო ცხრილის ლიდერ რუსთავთან სხვაობა ორ ქულამდე შეამცირა და საჩემპიონო ბრძოლაში ვითარება დაძაბა.