დღეს, ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში თავიანთ მატჩებს ქართველი ფეხბურთელების გუნდები ჩაატარებენ.
მათ შორის ერთმანეთს გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი გულიაშვილის გუნდები დაუპირისპირდებიან. რაიო ვალეკანო საკუთარ მოედანზე სანტანდერის რასინგს მიიღებს.
სავარაუდოდ, ორივე ქართველი მატჩს სათადარიგო სკამიდან დაიწყებს, თუმცა ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა გიორგი გულიაშვილმა ელჩესთან 21 წუთი ითამაშა და დიდი ალბათობით, სათამაშო დროს დღესაც მიიღებს.
გიორგი წიტაიშვილი კი ლა ლიგაში სადებიუტო მატჩისთვის ემზადება. ქართველის დებიუტს ბარსელონასთან კამპ ნოუზე გამართულ შეხვედრაშიც ველოდებოდით, თუმცა ის სათადარიგო სკამზე დარჩა.
დღეს კი იმედია, რომ მოედანზე ორივე ქართველს ვიხილავთ და ესპანეთში ქართული მინი-დერბი შედგება.
რაიო - რასინგი (20:30)
რაიო - კარდენასი; რატიუ, ლეჟენი, სისი, პედროსა; ლოპესი, ვალენტინი; დე ფრუტოსი, პერესი, გარსია; კამელიო
რასინგი - აგირესაბალა; მანტილია, ერნანდო, რამონი, სალინასი; მარტინი, პრატი; გარსია, კანალესი, ვისენტე; ზაბირი
დღეს მორიგი საგოლე მოქმედების შესრულებას შეეცდება გიორგი მიქაუტაძე, რომლის ვილიარეალიც ლა ლიგაში ახლად დაბრუნებულ დეპორტივოს უმასპინძლებს.
ქართველი თავდამსხმელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში უკვე 1 გოლი (ატლეტიკო) და 1 საგოლე გადაცემაა (რასინგი).
საინტერესო იქნება, შემტევების დუელი გიორგი მიქაუტაძესა და დეპორტივოს 37 წლის ახალწვეულ პიერ-ემერიკ ობამეიანგს შორის, რომელმაც ლა ლიგის პირველ 3 ტურში 3 გოლის გატანა შეძლო.
ვილიარეალი - დეპორტივო (23:00)
ვილიარეალი - ჟუნიორი; ფრიმანი, ნავარო, ვეიგა, რომერო; პეპე, კომესანია, გეიე, მოლეირო; პერესი, მიქაუტაძე
დეპორტივო - რომანი; ნავარო, ნუბი, ედე, კუალიატა; ლუისმი, ამატუჩი, სორიანო, როდრიგესი; ნსონგო, ობამეიანგი