იბერია 1999-მა გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეი დემჩენკოსთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
,,გვსურს გამოვეხმაუროთ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ანდრეი დემჩენკოს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან შესაძლო წასვლის თაობაზე.
აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. „იბერია 1999“ ოფიციალურად ადასტურებს, რომ ანდრეი დემჩენკო რჩება გუნდის მთავარ მწვრთნელად და კლუბთან ერთად აგრძელებს მუშაობას.
მოვუწოდებთ გულშემატკივრებსა და მედიას, ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას." - წერია თბილისური კლუბის განცხადებაში.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იბერია 1999-მა უკრაინელი მწვრთნელი გაათავისუფლა, თუმცა კლუბმა აღნიშნული ინფორმაცია უარყო.