• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო

სპორტის გურუ

ქვიზები

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
,,ნიუკასლმა პარდოზე დიდი ტალანტი უკვე დაიმატა" - რას წერენ სალიაზე?
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

,,ნიუკასლმა პარდოზე დიდი ტალანტი უკვე დაიმატა" - რას წერენ სალიაზე?

1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ბრიტანულმა ანალიტიკურმა გვერდმა Football Fancast-მა ნიუკასლსა და ვახტანგ სალიაზე სტატია გამოაქვეყნა.


გაიცანით ნიუკასლის ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც შესაძლოა პარდოზე დიდი ვარსკვლავი გახდეს - ასე ასათაურებს გვერდი სტატიას.


,,თუ ნიუკასლს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ერთი სიტყვით შეჯამება მოუწევდა, ალბათ ყველაზე შესაფერისი სიტყვა „თავბრუდამხვევი“ იქნებოდა.


გასაოცარია, მაგრამ „კაჭკაჭებმა“ სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ ძლიერ პოზიციაში დაასრულეს. მათ პრემიერ ლიგის სეზონი ლივერპულთან და ტოტენჰემთან ორი დამაჯერებელი თამაშით და 4 ქულით დაიწყეს, ხოლო მათიას იაისლეს თამამი და ეფექტური სათამაშო სტილი მიანიშნებს, რომ 38 წლის სპეციალისტს შეუძლია გუნდი კვლავ ყურადღების ცენტრში დააბრუნოს.


თუმცა, იაისლეს სატრანსფერო ბაზარზე მხარდაჭერა სჭირდებოდა და კლუბმა ეს ნამდვილად უზრუნველყო, ზაფხულში განცდილი არაერთი წარუმატებლობის შემდეგ ნიუკასლმა შემადგენლობის გაძლიერება მაინც მოახერხა.


საბოლოოდ, ახალი პროექტის მთავარი შენაძენი მატიას ფერნანდეს-პარდო აღმოჩნდა, რომელიც სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს 51 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეუერთდა გუნდს.



თუმცა, შესაძლოა, ის დიდხანს არ დარჩეს კლუბის მთავარ შემტევ ვარსკვლავად. პანიკის მიზეზი ნამდვილად არ არსებობს, ნიუკასლს უკვე გაფორმებული ჰყავს ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელსაც მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს.


ნიუკასლმა ფერნანდეს-პარდოზე დიდი ტალანტი უკვე დაიმატა


საინტერესოა, რამდენად სწრაფად შეიძლება შეიცვალოს ყველაფერი ფეხბურთში. სულ რაღაც ერთი თვის წინ ნიუკასლი თითქოს ხანგრძლივი პრობლემებისთვის იყო განწირული, თუმცა იაისლესთან გატარებული ერთი თვის შემდეგ გუნდმა შთამბეჭდავი პასუხი გასცა.


სრულ აღორძინებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში „კაჭკაჭებს“ ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად აქვთ, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ რიგებში მომავლის ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი, ვახტანგ სალია, თავის შანსს ელოდება.


ქართველი ტალანტი, რომელსაც სამშობლოში „ახალ ხვიჩა კვარაცხელიას“ უწოდებენ, ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება.


გასულ სეზონში ნიუკასლმა მისთვის ბრძოლაში ისეთი კლუბები ჩამოიტოვა, როგორებიც ბარსელონა და მადრიდის რეალი არიან.


სალია დინამო თბილისიდან ინგლისურ კლუბს 2025 წელს შეუერთდა, თუმცა შეთანხმება 1 წლით ადრე იყო მიღწეული. ის საქართველოში 18 წლის შესრულებამდე დარჩა.


ტრავმებმა სალიას ტაინსაიდზე პირველი წელი გაუფუჭა, თუმცა გამოჯანმრთელების შემდეგ მან სეზონი შესანიშნავ ფორმაში დაიწყო, მხოლოდ 4 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.


ჟურნალისტი ბენსე ბოჩაკი მას „ელიტარულ ტალანტს“ უწოდებს.


ჟურნალისტი გრემ ბეილი კი კიდევ უფრო შორს წავიდა და სალია „მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თინეიჯერ ტალანტად“ მოიხსენია.


სეზონის გაგრძელებასთან ერთად მას ამის დამტკიცების შესაძლებლობაც ექნება. ვინ იცის, შესაძლოა, იაისლემ სეზონის განმავლობაში სალიას პრემიერ ლიგაშიც მისცეს სათამაშო წუთები.



დინამიკური შემტევი მუდმივად პროგრესირებს და მისი გოლის გატანის თანდაყოლილი უნარის გათვალისწინებით, ეჭვგარეშეა, რომ მომავალში ერთ-ერთ საუკეთესოდ ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს.


მას ნებისმიერ მომენტში შეუძლია ტემპის მკვეთრად მომატება და თამაშის შეცვლა, ხოლო მისი ტექნიკური და ტაქტიკური აზროვნება ასაკთან შედარებით საოცრად განვითარებულია.


სწორედ ამიტომ, მომავალში მან შესაძლოა ფერნანდეს-პარდოსაც გადაასწროს. ბელგიელიც პერსპექტიული გოლეადორია და ყველაზე კომფორტულად ცენტრალური თავდამსხმელის პოზიციაზე გრძნობს თავს, თუმცა სისწრაფე და ათლეტურობა საშუალებას აძლევს, უფრო სიღრმიდან ან ფლანგიდანაც ითამაშოს.


ეჭვგარეშეა, რომ მიმდინარე სეზონში ნიუკასლის პირველ გუნდში გაცილებით დიდი გავლენა ფერნანდეს-პარდოს ექნება. 51 მილიონი ფუნტის ღირებულების ფეხბურთელისგან სწორედ ამას უნდა ელოდო.


თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში სალიას აქვს პოტენციალი, ბელგიელს გადაასწროს და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად იქცეს ნიუკასლის შემადგენლობაში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დარტყმის მიღების შემდეგ ფეხზე წამოდგომა შესანიშნავად შეუძლია.
თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ნიუკასლი
ქართული ფეხბურთი
ვახტანგ სალია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

BREAKING: გოგლიჩიძე უდინეზეს ტოვებს - სად გადადის ქართველი?

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: გოგლიჩიძე უდინეზეს ტოვებს - სად გადადის ქართველი?
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზურიკოს მომავალი გადაწყდა - სენტ-ეტიენმა ერთ-ერთი ლიდერი გაუშვა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ზურიკოს მომავალი გადაწყდა - სენტ-ეტიენმა ერთ-ერთი ლიდერი გაუშვა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად გადავიდა გოგლიჩიძე? - იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

სად გადავიდა გოგლიჩიძე? - იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

Footballweek-ის ანალიზი - საქართველო, როგორც ტალანტების ქარხანა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

Footballweek-ის ანალიზი - საქართველო, როგორც ტალანტების ქარხანა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

01 სექ, 2026

BREAKING: გოგლიჩიძე უდინეზეს ტოვებს - სად გადადის ქართველი?

News image

20 სთ წინ

ზურიკოს მომავალი გადაწყდა - სენტ-ეტიენმა ერთ-ერთი ლიდერი გაუშვა

News image

20 სთ წინ

სად გადავიდა გოგლიჩიძე? - იტალიურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა

News image

10 სთ წინ

Footballweek-ის ანალიზი - საქართველო, როგორც ტალანტების ქარხანა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება