ზურიკო დავითაშვილის სატრანსფერო საგა დასრულებულია.
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების შემტევი ახალ სეზონსაც სენტ-ეტიენში გაატარებს.
წყაროს ცნობით, მწვანეების მიერ ქართველის სანაცვლოდ მოთხოვნილი 20 მილიონი ევროს გადასახდელად მზად არცერთი კლუბი არ აღმოჩნდა.
ზაფხულის განმავლობაში საქმეში იტალიური ატალანტა, ესპანური ბეტისი, თურქული ბეშიქთაში და ბერძნული ოლიმპიაკოსი იყვნენ.
ჩამოთვლილი ყველა გუნდი მზად იყო ზურიკოს სანაცვლოდ 10-დან 15 მილიონ ევრომდე გადაეხადა, თუმცა სენტ-ეტიენმა 20 მილიონზე ნაკლები ყველა წინადადება მაშინვე დაბლოკა.
თუმცა ფრანგულმა კლუბმა სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მაინც გაუშვა. ლუკას სტასინი იჯარის წესით სევილიაში გადავიდა, სეზონის ბოლოს კი ანდალუსიელებს ბელგიელი შემტევის გამოსყიდვის უფლება ექნებათ.
საფრანგეთის ლიგა 2-ის სტარტზე სენტ-ეტიენმა 4-დან 4 მატჩი მოიგო, ზურიკო დავითაშვილის ანგარიშზე კი 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.
VIDEO: დავითაშვილის საგოლე მოქმედება - რა შედეგი აქვს სენტ-ეტიენს?