EA Sports-ის პოპულარული საფეხბურთო სიმულატორის, FC 27-ის ოფიციალურ გამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება.
კომპანიამ ტრადიციული თრეილერის შემდეგ ფეხბურთელების ახალი რეიტინგები გამოაქვეყნა.
ახალ სეზონში პსჟ-ის ქართველი ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას რეიტინგი 89 გახლავთ. ეს არის ისტორიაში ყველაზე მაღალი შეფასება, რომელიც ოდესმე ქართველ ფეხბურთელს ჰქონია (შედარებისთვის, გასულ წელს მისი რეიტინგი 87 იყო).
ქართული ფეხბურთისთვის FC 27 31 ქართველი ფეხბურთელით ახალ რეკორდს ამყარებს. კვარას შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება ლივერპულის მეკარეს, გიორგი მამარდაშვილს აქვს (83), მისმა ინდივიდუალურმა მაჩვენებელმა წინა წელთან შედარებით 1-ით შემცირდა. მესამე პოზიციას ვილიარეალის ფორვარდი, გიორგი მიქაუტაძე (79) იკავებს.
სრული სია ასე გამოიყურება:
ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ) - 89
გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული) - 83
გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი) - 79
ოთარ კიტეიშვილი (შტურმი) - 75
ზურიკო დავითაშვილი (სენტ ეტიენი) - 74
გიორგი ქოჩორაშვილი (სევილია) - 74
ვაკო ყაზაიშვილი (შანდუნ ტაიშანი) - 73
ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი) - 72
გიორგი ჩაკვეტაძე (უდინეზე) - 72
ლუკა ლოჩოშვილი (კიოლნი) - 71
საბა ლობჟანიძე (რეალ სოლტ ლეიკ სიტი) - 71
ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა) - 71
გიორგი ქვილითაია (ჰოლშტაინ კილი) - 70
იური ტაბატაძე (კადისი) - 70
ირაკლი აზაროვი (შახტარი) - 70
გიორგი კვერნაძე (ფროზინონე) - 69
გიორგი გულიაშვილი (რასინგი) - 69
ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია) - 69
ლუკა გუგეშაშვილი (გიოზტეპე) - 69
გიორგი გოჩოლეიშვილი (კადისი) - 69
ირაკლი ეგოიანი (ექსელსიორი) - 68
საბა გოგლიჩიძე (უდინეზე) - 68
გიორგი აბუაშვილი (მეცი) - 67
გიზი მამაგეიშვილი (შტურმი) - 67
გურამ გიორბელიძე (ერზურუმსპორი) - 65
ოთარ მამაგეიშვილი (ვოლფსბერგერი) - 65
ლუკა ლაცაბიძე (შახტარი) - 62
მათე საური (ოვიედო) - 61
გაბრიელ სიგუა (ბაზელი) - 61
დაჩი ლორთქიფანიძე (კრემონეზე) - 56
გიორგი ყავლაშვილი (უნიონი) - 55
შეგახსენებთ, რომ FC 27 ოფიციალურად 25 სექტემბერს გამოდის, თუმცა წინასწარი შეკვეთით მსურველებისთვის ის უკვე 18 სექტემბრიდან იქნება ხელმისაწვდომი.