საბა გოგლიჩიძე მონცას ახალი ფეხბურთელია.
ქართველი მცველი უდინეზედან მონცას იჯარის წესით, 2027 წლის 30 ივნისამდე შეუერთდა. ბიანკოროსის ხელშეკრულებაში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლებაც ექნება.
,,საბა გოგლიჩიძე 2004 წლის 25 ივნისს ქუთაისში დაიბადა. მან საფეხბურთო განათლება ქუთაისის ტორპედოს აკადემიაში მიიღო, პროფესიონალურ დონეზე კი დებიუტი 2021 წლის 4 ივლისს, საქართველოს ჩემპიონატში ჰქონდა.
მშობლიური კლუბის მაისურით ჩატარებული 32 მატჩის შემდეგ, 2024 წლის იანვარში გოგლიჩიძე ემპოლის შეუერთდა.
სერია A-ში მისი დებიუტი 2024 წლის 31 აგვისტოს, ბოლონიას წინააღმდეგ შედგა. იტალიის უმაღლეს დივიზიონში პირველ სეზონში მან 33 შეხვედრა ჩაატარა.
გარდა ამისა, გოგლიჩიძემ იტალიის თასზე 3 მატჩში ითამაშა და ემპოლის მოულოდნელად ნახევარფინალში გასვლაში დაეხმარა.
მისმა შთამბეჭდავმა თამაშმა არაერთი კლუბის ყურადღება მიიპყრო და 2025 წლის ზაფხულში ქართველი მცველი უდინეზემ დაიმატა.
სეზონის პირველი ნაწილი მან ფრიულის კლუბთან ერთად სერია A-ში გაატარა, ხოლო 2026 წლის იანვარში იჯარის წესით უოტფორდს შეუერთდა, რომლის მაისურითაც ჩემპიონშიფში 12 მატჩი ჩაატარა.
გოგლიჩიძე გამორჩეული ფიზიკური და ტექნიკური თვისებების მქონე მცველია. მას საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში უკვე 10 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
ახლა საბას მონცაში ახალი თავგადასავალი და სერია A-ში დაბრუნება ელის.
კეთილი იყოს შენი მობრძანება, საბა!" - წერია იტალიური კლუბის განცხადებაში.
