საბა გოგლიჩიძე უდინეზეს ტოვებს.
ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ქართველი მცველი კარიერას მონცაში გააგრძელებს.
წყაროს ცნობით, გოგლიჩიძე უდინეზეს 1-წლიანი იჯარის წესით ტოვებს, მონცას კი სეზონის ბოლოს მისი გამოსყიდვის უფლება ექნება.
ქართველი მცველი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ოფიციალურად გახდება მონცას ახალი ფეხბურთელი.
მონცამ იტალიის სერია ა-ს ახალი სეზონი ინტერთან და უდინეზესთან მარცხით დაიწყო, მომდევნო ტურში კი პარმას დაუპირისპირდება.
უდინეზემ საბა გოგლიჩიძე იტალიური ემპოლიდან დაიმატა, გასული სეზონი კი ქართველმა მცველმა ინგლისურ უოტფორდში გიორგი ჩაკვეტაძესთან ერთად გაატარა, წელს კი ჩაკვეტაძე სწორედ უდინეზეს ფეხბურთელი გახდა.