გიორგი ჩაკვეტაძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა.
Geo Team-ის ინფორმაციით, ქართველმა ნახევარმცველმა ტრავმის შემდეგ უდინეზესთან ერთად ვარჯიში დაიწყო.
წყაროს ცნობით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავა, 7 სექტემბერს ქართველს ლაციოსთან სერია A-ს სამატჩო განაცხადშიც ელიან.
გიორგი ჩაკვეტაძე იტალიურ კლუბს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ინგლისური უოტფორდიდან სრულფასოვანი ტრანსფერით შეურთდა.
უდინეზეს უოტფორდში იჯარის წესით მყოფი საბა გოგლიჩიძეც დაუბრუნდა, თუმცა ქართველი მცველი კვლავ იჯარის წესით მონცაში გადავიდა.