პრემირე ლიგის მე-9 ტურში არსენალმა ლონდონურ დერბიში კრისტალ პალასი დაამარცხა.
შეხვედრა ემირეითს სტედიუმზე გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი პალასის ექს-ფეხბურთელმა, ებერეჩი ეზემ 39-ე წუთზე გაიტანა და არსენალს გამარჯვება მოუტანა.
არსენალმა 22 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ ბორნმუთს 4 ქულით გადაუსწრო.
1-0 ეზე 39'