პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ლივერპულმა ზედიზედ მე-4 თამაში წააგო.
ბრენტფორდთან სტუმრად გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 2:3 დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილმა აღნიშნული შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და სრული მატჩი ჩაატარა.
პირველი ტაიმი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს - ოუტარას და შადეს გოლებს კერკეზმა ტაიმის მიწურულს უპასუხა და ინტრიგა დააბრუნა თამაშში.
შესვენების შემდეგ ბრენტფორდმა პენალტი მოიპოვა და ტიაგომ თერთმეტმეტრიანი ნიშნულიდან მამარდას აჯობა.
89-ე წუთზე სალაჰმა სხვაობა კვლავ მინიმუმამდე შეამცირა და დრამატული წუთები აჩუქა მაყურებელს - ლივერპული ქულის გადარჩენას ყველანაირად ცდილობდა, კუთხურზე გიორგი მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თუმცა 10 კომპენსირებულ წუთში მერსისაიდელებმა მეტოქის კარის მესამედ აღება ვერ შეძლეს და ჩემპიონატში ზედიზედ მეოთხედ დამარცხდნენ.
ლივერპულს 5 მოგებასთან ერთად 4 ფრე აქვს და გუნდი 15 ქულით ოთხეულიდან ამოვარდა, ბრენტფორდმა კი მე-4 მატჩი მოიგო, 13 ქულა დააგროვა და მე-10 ადგილზე გადაინაცვლა.
გამოცემა SofaScore-მა საქართველოს ნაკრების მეკარეს ამ მატჩისთვის 6.0 შეფასება დაუწერა. მამარდამ ამ მატჩში 5 სეივი განახორციელა, საიდანაც 3 საჯარიმოს შიგნიდან იყო დარტყმული.