VIDEO: მბიუმოს დუბლი და კუნიას სადებიუტო - მანჩესტერმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 მატჩი მოიგო
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში მანჩესტერმა საკუთარ კედლებში ბრაიტონი დაამარცხა.
ოლდ ტრაფორდზე გამართული შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
61-ე წუთისთვის კუნიას, კაზემიროს და მბიუმოს გოლებით იუნაიტედი 3:0-ს იგებდა, თუმცა ყურადღება მოადუნა და სტუმრებს თამაშში დაბრუნების საშუალება მისცა - ჯერ უელბეკმა გაქვითა ერთი ბურთი, შემდეგ კი, მატჩის მიწურულს, კოსტულასმა შეძლო სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა.
თუმცა, წერტილი შეხვედრაში მაინც მანჩესტერმა დასვა - 90+6 წუთზე მბიუმომ დუბლი შეასრულა და მანჩესტერს პრემიერ ლიგაში ზედიზედ მე-3 გამარჯვება გაუნაღდა.
იუნაიტედმა 16 ქულა დააგროვა და მინიმუმ ტურის ბოლომდე ოთხეულში შევიდა, ბრაიტონი კი 12 ქულით მე-12 პოზიციაზეა.