რუბენ ამორიმისთვის არნე სლოტის სიტყვებს მნიშვნელობა არ აქვს.
ერთი კვირის წინ, მანჩესტერთან საშინაო მარცხის (1:2) შემდეგ, არნე სლოტმა აღნიშნა, რომ მანჩესტერი დაბალი ბლოკით და გრძელი პასებით თამაშობს.
„ჩემთვის სულერთია, რას ლაპარაკობს სლოტი ან ნებისმიერი სხვა ადამიანი ჩვენს გუნდზე. მეც შემიძლია გადავხედო თამაშს და ვთქვა, რა შეგვიძლია გავაუმჯობესოთ და რის გაკეთება შეგვიძლია მომავალში უკეთ, თუმცა თამაშთან ადაპტირება უნდა შეგეძლოს. ამიტომ, სულაც არ მჭირდება, რომ ვინმე ჩემი გუნდის თამაშს აფასებდეს.
მე თავადაც შემიძლია შევაფასო ჩემი გუნდი და ჩემთვის აშკარაა, რომ ბურთით უკეთ უნდა ვითამაშოთ, რის გაკეთებასაც შემდეგ თამაშში შევეცდებით." - აღნიშნა პორტუგალიელმა მწვრთნელმა.
დღეს მანჩესტერი პრემიერ ლიგის მე-9 ტურში ბრაიტონს უმასპინძლებს და ზედიზედ მე-3 გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.