VIDEO: სენსაცია სტემფორდ ბრიჯზე - სანდერლანდმა ჩელსის მოუგო და ლიდერებში გაერია
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში სტემფორდ ბრიჯზე სენსაცია დაფიქსირდა.
ლონდონის ჩელსი საკუთარ კედლებში სანდერლენდთან მოულოდნელად დამარცხდა და პრემიერ ლიგის მე-9 მატჩში უკვე მესამე მარცხი იგემა.
მატჩის მე-4 წუთზე ალეხანდრო გარნაჩომ შეძლო მასპინძელთა დაწინაურება, თუმცა ისიდორმა 22-ზე გაათანაბრა ანგარიში. ტაბლოზე წონასწორობა დიდხანს შენარჩუნდა, სანამ 90+3-ე წუთზე ტალბიმ სტუმრებს გამარჯვება არ მოუტანა.
ჩელსიმ ბოლო 5 მატჩში უკვე მესამედ წააგო და 14 ქულით მე-8 პოზიციაზე ჩამოქვეითდა, სანდერლენდი კი 17 ქულით ლიდერებში გაერია და მინიმუმ ტურის ბოლომდე მეორე ადგილზეა.