არნე სლოტი ბრენტფორდთან მატჩში ლივერპულის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.
პრემიერ ლიგის მე-9 ტურში მერსისაიდელები სტუმრად 2:3 დამარცხდნენ.
„თამაშმაც და შედეგმაც კვლავ იმედი გამიცრუვა. კვლავ გავუშვით გოლი პირველ ხუთ წუთში. დაცვაში შეცდომებს ზედმეტად ხშირად ვუშვებთ. სამი გაშვებული გოლი ზედმეტად ბევრია, თუ მოგება გინდა.
პირველ რიგში, სტანდარტულებში, რასაც დღევანდელი მეტოქისგან ველოდით კიდეც, იმიტომ რომ ამაში სტაბილურად კარგები არიან. ასევე კონტრშეტევები, რომელშიც დღევანდელი მეტოქე ასევე ძალიან კარგია. თავს ძალიან ცუდად ვიცავდით.
ან ძალიან გაგვიმართლა, ან ყველაფერი სწორად გავაკეთეთ, პირველი ნახევრის შემდეგ რომ 1:2 იყო და კვლავ თამაშში ვიყავით. საბოლოოდ, დადებითი შედეგის მიღწევაში პენალტმა შეგვიშალა ხელი." - აღნიშნა ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა.