სანაკრებო მატჩების შემდეგ გიორგი მიქაუტაძე ახალ გუნდს შეუერთდა.
ვილიარეალის ოფიციალური გვერდი ქართველი ფეხბურთელის პირველი დღის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს.
ესპანურმა კლუბმა გიორგი მიქაუტაძე ლიონიდან 31 მილიონ ევროდ შეიძინა. ქართველი ყვითელი წყალქვეშა ნავის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი გახდა.
მიქაუტაძის დებიუტი ლა ლიგაში 13 სექტემბერს მადრიდის ატლეტიკოს წინააღმდეგ შედგება.