ატლეტიკ ბილბაოს მცველს დოპინგ-ტესტზე ჩავარდნის გამო 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს.
ივლისში იერაი ალვარესი დოპინგ ტესტზე დადებითი პასუხის მოსვლის გამო ფეხბურთიდან დროებით მოკვეთეს. ფეხბურთელის თქმით, აკრძალული ნივთიერება მის სისხლში თმის ცვენის საწინააღმდეგო პრეპარატიდან მოხვდა.
ბილბაოს განცხადებით, უეფამ ფეხბურთელს 10-თვიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. თავის გადაწყვეტილებაში უეფამ ხაზი გაუსვა, რომ ალვარესმა ეს ნივთიერება შემთხვევით მიიღო, თუმცა თავის საქციელზე პასუხი უნდა აგოს და პრეპარატის მიღებამდე გადაამოწმოს, რამდენად დაშვებულია ამის გაკეთება.
ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია 2 ივნისიდან შევიდა ძალაში, რადგან თავად ალვარესი გადაწყვეტილებას თვითნებურად დათანხმდა. შესაბამისად, მოედანზე დაბრუნებას ბილბაოს მცველი 2 აპრილიდან, ხოლო ვარჯიშის განახლებას 2 თვით ადრე შეძლებს.
უახლოეს პერიოდში ალვარესი პრესკონფერენციას გამართავს და ყველაფერს უკეთ ახსნის.