VIDEO: გოლებისა და ასისტების დუბლი - ლივერპულის პირველი გამარჯვება
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ინგლისის პრემიერ ლიგის მე-3 ტურში იფსვიჩმა საკუთარ მოედანზე ლივერპული მიიღო.
სტუმრებმა უპირატესობა მალევე მოიპოვეს და მატჩის ბედი პირველ 10 წუთში გადაწყვიტეს.
მე-6 და მე-9 წუთებზე გატანილი ეფექტური გოლებით ალექსანდერ ისაკმა დუბლი შეასრულა, ორივე შემთხვევაში კი საგოლე პასი კოდი გაკპომ მიითვალა.
პირველ ორ ტურში ფრედ ნათამაშები მატჩების შემდეგ ლივერპულმა პრემიერ ლიგის ახალ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. ალექსანდერ ისაკს კი 3 გოლი დაუგროვდა და ბომბარდირთა დავაში ბრუნო ფერნანდეშს გაუთანაბრდა.
ანდონი ირაოლას გუნდი მომდევნო ტურში ენფილდზე ფულემს მიიღებს.