ლივერპულმა პარი სენ-ჟერმენიდან ბრედლი ბარკოლას ტრანსფერი ოფიციალურად დაასრულა.
ფრანგმა შემტევმა სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა, ტრანსფერის ყველა დეტალი დაასრულა და „წითლებთან“ 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბარკოლა ლივერპულში 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
„ლივერპულში თამაშის შესაძლებლობა ჩემთვის დიდი სიამაყეა. ძალიან ბედნიერი ვარ.
ამ ყველაფერს დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ლივერპულის ფეხბურთელი გავხდი. ახლა მხოლოდ მოედანზე გასვლა და თამაში მსურს.
იმედი მაქვს, ძალიან დიდ წარმატებებს მივაღწევ. უპირველეს ყოვლისა, პრემიერ ლიგის მოგება მინდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოცნებაა.
ჩემი მიზანია, ამას მივაღწიო და ამ გუნდში დიდი ხნით დავრჩე. სწორედ ამიტომ მოვაწერე ხელი გრძელვადიან კონტრაქტს და იმედი მაქვს, ყველაფერს შევძლებ“, - განუცხადა ბარკოლამ Liverpoolfc.com-ს.
ტრანსფერის ღირებულება 125 მილიონი ევროა + 20 მილიონი ევრო ადვილად მიღწევადი ბონუსების სახით.
ბრედლი ბარკოლამ პარი სენ-ჟერმენთან ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ 2-ჯერ მოიგო, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიასთან კონკურენციის შემდეგ მას სათამაშო დრო შეუმცირდა, სწორედ ამიტომ მან პარიზულ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივება აღარ ისურვა.
