ფრანგული ფეხბურთის ლეგენდამ, მიშელ პლატინიმ განაცხადა, რომ ოქროს ბურთის კანდიდატებს შორის მცირე ფსონს ხვიჩა კვარაცხელიაზე დადებდა.
მიშელ პლატინის შეფასებით, კილიან მბაპემ შესანიშნავი სეზონი ჩაატარა და ყველგან საუკეთესო ბომბარდირი იყო, თუმცა, როგორც ლეგენდარული ფრანგი აღნიშნავს, მიუხედავად ბრწყინვალე კამპანიისა, მას არაფერი არ მოუგია.
საპირისპიროდ, კვარაცხელიას ტიტულების მხრივაც წარმატებული სეზონი ჰქონდა, რის გამოც პლატინი აცხადებს, რომ მცირე ფსონს სწორედ ქართველ ფეხბურთელზე ჩამოვიდოდა:
კვარაცხელია? დიახ, მან პარი სენ-ჟერმენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
მართლაც, კვარაცხელია უბრალოდ ფორვარდი კი არა, ის გუნდის ნამდვილი საყრდენი და კოლექტივის ცნების სრულყოფილი განსახიერებაა. მისი ინტენსივობა, თავგანწირვა და დაცვითი სამუშაო სრულიად უპრეცედენტოა.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგის გასული სეზონის პლეი-ოფის ყველა მატჩში ბრწყინავდა.