ლუკა ბრუგმანსისა და ლივერპულის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება.
ჟურნალისტ საშა ტავოლიერის ცნობით, ლივერპულმა გენკთან 18 წლის მეკარის, ლუკა ბრუგმანსის ტრანსფერზე სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია.
გარიგების საერთო ღირებულება 35 მილიონ ევროს შეადგენს. - ინფორმაციას ფაბრიციო რომანოც ადასტურებს.
თუ გიორგი მამარდაშვილი ნოტინგემ ფორესტში გადავა, ბელგიელი მეკარე ლივერპულში დარჩება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ გენკი ბრუგმანსს კიდევ ერთი სეზონით იჯარით დაიტოვებს.
ლივერპულმა უკვე მიიღო ნებართვა, რომ ახალგაზრდა მეკარემ სამედიცინო შემოწმება გაიაროს.
ინტერესი პრემიერ ლიგიდან - რა ინფორმაცია ვრცელდება მამარდაშვილზე?