VIDEO: გოლი ზედიზედ მე-11 მატჩში - მბაპემ რეალს ხეტაფესთან მოაგებინა
10 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-9 ტურში ხეტაფემ საკუთარ მოედანზე რეალი მიიღო.
შეხვედრის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, მეორე ტაიმში კი მატჩის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა.
77-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსვლიდან არასრულ 1 წუთში ალან ნიომმა ვინისიუს ჟუნიორთან უხეში თამაშის გამო პირდაპირ წითელი ბარათი მიიღო.
მე-80 წუთზე კი არდა გიულერის პასის შემდეგ კილიან მბაპემ ანგარიში გახსნა და რეალი წინ გაიყვანა.
84-ე წუთზე თამაშის წესები კვლავ ვინისიუსის წინააღმდეგ დაირღვა, ამჯერად კი ალექს სანკრისმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და ხეტაფე უკვე 9 კაცით დარჩა.
საბოლოოდ რეალმა მბაპეს ერთადერთი გოლით იმარჯვა და 9 მატჩის შემდეგ სატურნირო ცხრილს 24 ქულით ლიდერობს, ბარსელონას ანგარიშზე 22 ქულაა.
აღსანიშნავია, რომ კილიან მბაპემ კლუბსა და ნაკრებში ჩატარებულ ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა გოლი, ლა ლიგის მიმდინარე სეზონში კი 10 გოლი აქვს და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.