VIDEO: ჰოილუნდის აღნიშვნა რონალდუს სტილში და დაძაბულობა ჟეზუშთან
2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
კოპენჰაგენში დანიისა და პორტუგალიის მატჩი დასრულდა, თუმცა შეხვედრის მთავარი განხილვის თემა სწორედ საფინალო სასტვენის შემდეგ გაჩნდა.
კადრები, რომლებშიც რასმუს ჰოილუნდი ჟორჟე ჟეზუშთან მიდის და მკერდზე რამდენჯერმე ძლიერად ურტყამს ხელს, სოციალურ ქსელებში რამდენიმე წუთში ვირუსულად გავრცელდა.
ერთა ლიგის მე-3 ტურში პორტუგალიამ „პარკენზე“ დანია 4:2 დაამარცხა. სტუმების მხრიდან გოლები ჟოაუ კანსელუმ, გონსალუ რამოშმა, ვიტინიამ და ჟოაუ ფელიქსმა გაიტანეს.
საფინალო სასტვენის შემდეგ ჰოილუნდი პორტუგალიის მთავარ მწვრთნელთან მივიდა და მკერდზე ხელი რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა.
გულშემატკივართა გვერდებმა ეს ჟესტი მაშინვე კრიშტიანუ რონალდუსთან დაკავშირებულ გზავნილად აღიქვეს. რონალდუ დანიელი თავდამსხმელის კერპია და მან მიმდინარე კვირაში პორტუგალიის ნაკრების ბანაკი მას შემდეგ დატოვა, რაც ჟეზუშთან კონფლიქტი მოუვიდა.
ამ სცენას დამატებით ინტრიგას მისი წინაისტორია სძენს. ჰოილუნდს რონალდუსადმი აღფრთოვანება არასდროს დაუმალავს.
2025 წლის მარტში მან კოპენჰაგენში პორტუგალიის წინააღმდეგ გაიტანა და გოლი ცნობილი „Siu“-თი აღნიშნა. მოგვიანებით დანიელმა განმარტა, რომ ეს მისი კერპისადმი პატივისცემის გამოხატვა იყო და არა დაცინვა.
ახლა კი ჰოილუნდი პირისპირ აღმოჩნდა მწვრთნელთან, რომელიც მილიონობით გულშემატკივრის თვალში CR7-ის ნაკრებიდან წასვლასთან არის დაკავშირებული.
აღსანიშნავია, რომ დანიელმა თავდამსხმელმა გოლი დღესაც ლეგენდარული პორტუგალიელის სტილში აღნიშნა.