VIDEO: იამალის მორიგი საოცარი გოლი და ესპანეთის დამაჯერებელი გამარჯვება
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ერთა ლიგის მე-3 ტურში ესპანეთმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.
ამჯერად მსოფლიო ჩემპიონმა ჩეხეთის ნაკრები საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა.
ზედიზედ მესამე შეხვედრაში ანგარიში სწრაფი გოლით ლამინ იამალმა გახსნა, რომელმაც ულამაზესი შორეული დარტყმით შეძლო მეტოქის კარის აღება.
თავის გამოჩენა ფურია როხას რიგებში ასევე შეძლეს როდრიმ და მიკელ მერინომ, ჩეხების რიგებში კი ერთადერთი გოლი სლამამ გაიტანა.
დე ლა ფუენტეს შეგირდებმა მესამე გამარჯვება მოიპოვეს და 9 ქულით ჯგუფს ლიდერობენ, მეორე ინგლისია 6 ქულით, მესამე კი ხორვატია 3-ით. ჩეხეთი ამ დრომდე ქულის გარეშე ბოლო ადგილს იკავებს.