VIDEO: იამალისა და ფერმინის ბენეფისი - ბარსამ ვალენსია გაანადგურა
1 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ესპანეთის ლა ლიგის მე-4 ტურში ვალენსია მესტალიაზე ბარსელონას დაუპირისპირდა.
სტუმრებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მე-6 წუთზე ფერმინ ლოპესის პასის შემდეგ ანგარიში ლამინ იამალმა გახსნა.
მე-9 წუთზე იამალი დუბლს ასრულებდა, თუმცა გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩაითვალა, 22-ე წუთზე კი ფერმინმა სხვაობა ორამდე მაინც გაზარდა.
მეორე ტაიმში ბარსელონამ მეტოქეზე ზეწოლა გააგრძელა და 50-ე წუთზე თავი რაფინიამაც გამოიჩინა, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე სეზონში უკვე მე-6 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში გალიდერდა. ასისტი ამ შემთხვევაშიც ფერმინმა მიითვალა.
79-ე წუთზე სეზონში თავისი პირველი გოლი პედრიმ გაიტანა, რომელსაც საგოლე პასი დანი ოლმომ გაუკეთა. 84-ე წუთზე კი ოლმომ კიდევ ერთი ასისტი მიითვალა, ლამინ იამალმა კი დუბლი მიითვალა და საბოლოო ანგარიში (0-5) დააფიქსირა.
დღევანდელი მატჩის შემდეგ ბარსელონას ლიდერებს ლა ლიგის ახალ სეზონში ასეთი შედეგი აქვთ:
რაფინია - 6 გოლი, 1 საგოლე პასი
ფერმინი - 4 გოლი, 2 საგოლე პასი
იამალი - 4 გოლი
ბარსელონამ ლა ლიგაში 4-დან 4 გამარჯვება მოიპოვა და რეალის მარცხის შემდეგ სატურნირო ცხრილს სათავეში ერთპიროვნულად ჩაუდგა.