NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში მილუოკი ბაქსი ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და 121-111 დაამარცხა.
გამარჯვებულ გუნდს იანის ანტეტოკუნმპომ ულიდერა, რომელმაც 37 ქულა, 8 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ბერძენი სეზონს საოცრად იწყებს, რაზეც მისი პირველი 4 მატჩის სტატისტიკაც მეტყველებს.
37 ქულა, 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა, 16/26 ჩაგდებული ბურთი
31 ქულა, 20 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 11/14 ჩაგდებული ბურთი
40 ქულა, 14 მოხსნა, 9 შედეგიანი გადაცემა, 14/20 ჩაგდებული ბურთი
37 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 16/22 ჩაგდებული ბურთი
იანისი აღმოსავლეთ კონფერენციის პირველი კვირის საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.