VIDEO: იოკიჩი ტრავმიდან დაბრუნდა და რეკორდი დაამყარა
31 იან, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის რეგულარული სეზონის მატჩში დენვერ ნაგეტსი ლოს ანჯელეს კლიპერსს შეხვდა და 122-109 დაამარცხა.
1-თვიანი ტრავმის შემდეგ, პარკეტს დაუბრუნდა ნიკოლა იოკიჩი, რომელმაც ისე ითამაშა, თითქოს ეს პერიოდი საერთოდ არ გამოუტოვებია.
სერბმა დენვერს ულიდერა და 24 წუთში 31 ქულა, 12 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. იოკიჩი გახდა NBA-ის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც 30+ ქულა, 10+ მოხსნა და 5+ შედეგიანი პასი 25 წუთზე ნაკლებ დროში დააგროვა.
49 მატჩში 33 მოგებით დენვერი დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზეა და მხოლოდ ოკლაჰომასა და სან ანტონიოს ჩამორჩება.