VIDEO: კეინის მორიგი ჰეთ-თრიქი - ბაიერნმა შტუტგარტი გაანადგურა
15 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
გერმანიის ბუნდესლიგის მე-13 ტურში შტუტგარტმა მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლა.
მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე კონრად ლაიმერმა გახსნა, რომელმაც ქუსლით შეძლო გოლის გატანა. პირველი ტაიმი ბაიერნმა 0-1 მოიგო.
მეორე ტაიმში კი კომპანის გუნდმა კიდევ 4 უპასუხო გოლის გატანა შეძლო, მათ შორის 3 კი შეცვლაზე შემოსულმა ჰარი კეინმა მიითვალა. ინგლისელი თამაშში მე-60 წუთზე ჩაერთო, გოლები კი 66-ე, 82-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა. 78-ე წუთზე თავი იოსიპ სტანიშიჩმაც გამოიჩინა.
ბაიერნმა შტუტგარტი 0-5 გაანადგურა და სატურნირო ცხრილში 37 ქულაც დაუგროვდა, ლაივ ცხრილში მეორეადგილსოან ლაიფციგთან სხვაობა 11 ქულაა.
ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში ჰარი კეინის ანგარიშზე 17 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.