VIDEO: კოლუმბიამ რთული მატჩი მოიგო და ცხრილში პორტუგალიას გადაუსწრო
9 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
მსოფლიო ჩემპიონატის K ჯგუფის მეორე ტურის მეორე მატჩში კოლუმბიამ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაამარცხა.
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოვიდა და სამხრეთამერიკელების მინიმალური გამარჯვებით 1:0 დასრულდა. მატჩის ერთადერთი გოლი კრისტალ პალასის მცველმა, დანიელ მუნიოსმა 76-ე წუთზე შეაგდო.
ამ გამარჯვებით კოლუმბიამ 6 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში მონაწილეობა გაინაღდა. ამ ეტაპზე გუნდი პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან პორტუგალიას 2 ქულით უსწრებს.
ბოლო ტურში სწორედ ეს ორი გუნდი დაუპირისპირდება ერთმანეთს და პორტუგალიას ჯგუფში პირველი ადგილის დასაკავებლად კოლუმბიასთან მხოლოდ გამარჯვება დააკმაყოფილებს, სხვა ნებისმიერი შედეგით კი პირველ ადგილზე კოლუმბიელები გავლენ.