VIDEO: კვარას გოლი და საფონოვის მოგერიებული 4 პენალტი - პსჟ საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელია
12 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში პარი სენ-ჟერმენი ფლამენგოს დაუპირისპირდა.
შეხვედრაში ანგარიში 38-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა და პარიზულ გუნდს პირველი ტაიმი 1-0 მოაგებინა.
62-ე წუთზე პარიზელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ჟორჟინიომ ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა.
მატჩის ძირითად დროში გამარჯვებული ვერ გაირკვა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა. ხვიჩა კვარაცხელიამ მოედანი 90-ე წუთზე დატოვა და მის ნაცვლად თამაშში მბაიე ჩაერთო.
ჩემპიონი ვერც დამატებით 30 წუთში გაირკვა და პენალტების სერიის საჭიროება გახდა, სადაც ლუის ენრიკეს გუნდს გმირად მატვეი საფონოვი მოევლინა.
რუსმა მეკარემ ბრაზილიელთა 4 თერთმეტმეტრიანის მოგერიება მოახერხა, პარი სენ-ჟერმენმა კი 2-1 მოიგო. თავიანთი პენალტები ვიტინიამ და მენდეშმა გამოიყენეს, დემბელემ და ბარკოლამ კი გააფუჭეს.
შედეგად ხვიჩა კვარაცხელიამ და პარი სენ-ჟერმენმა 2025 წელს მე-6 ტიტული მოიგეს - ლიგა 1, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და საკონტინენტთაშორისო თასი.