• ArenamaxArenamax
  • ქვიზების ლიგა
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ArenamaxArenamax

ქვიზების ლიგა

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
კვარა და პსჟ მორიგი ტიტულისთვის - ფლამენგოს ისტორიული მისია
ფეხბურთიფეხბურთი

კვარა და პსჟ მორიგი ტიტულისთვის - ფლამენგოს ისტორიული მისია

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

კლუბებს შორის მიმდინარე უამრავი თამაშისა და ტურნირების ფონზე, დეკემბერში გასამართი ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალი თითქმის შეუმჩნევლად მოახლოვდა.


ფინალში ერთმანეთს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პარი სენ-ჟერმენი და კოპა ლიბერტადორესის ტრიუმფატორი ფლამენგო დაუპირისპირდებიან.


დარჩა თუ არა ტურნირს რაიმე ღირებულება?


იმ ფონზე, როდესაც მნიშვნელოვნად განახლებული საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი (CWC) ახლა მთავარი ყურადღების ცენტრშია და, თეორიულად, მსოფლიოს საუკეთესო გუნდებს აერთიანებს, საკმაოდ ლოგიკური არგუმენტია, რომ ფიფას საკონტინენტთაშორისო თასს დღეს უკვე მცირე ღირებულება აქვს.


ფიფა ამტკიცებს, რომ ტურნირის ახალი ვერსია, რომელიც პირველად გასულ წელს კატარში გაიმართა, არ უნდა ავურიოთ ძველ საკონტინენტთაშორისო თასში, რომელიც ფაქტობრივად თანამედროვე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის წინამორბედი იყო.

მართალია, მიმდინარე ფორმატშიც გამარჯვებულს საპატიო მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ენიჭება, თუმცა აშკარაა, რომ ახლად გაფართოებული CWC გაცილებით პრესტიჟული ტურნირი იქნება მოსაგებად.


სურათი საკმაოდ დამაბნეველია და სეზონის ამ ეტაპზე ათასობით კილომეტრის გავლა, ალბათ, არც ერთ გუნდს არ გამოადგება 2025/26 წლების კამპანიაში.


პსჟ-ისა და ფლამენგოს პირველი ოფიციალური დაპირისპირება


როგორც არ უნდა იყოს, ოთხშაბათის მატჩი ამ ორი გუნდის პირველი ოფიციალური შეხვედრა იქნება.


მანამდე ისინი ერთმანეთს სამჯერ შეხვდნენ ამხანაგურ მატჩებში: 1975 წელს ფლამენგომ პარიზში 2–0 მოიგო, 1979-ში კი პარი სენ-ჟერმენმა 3–1 იმარჯვა. 1991 წელს, პარკ დე პრენსზე, შეხვედრა 1–1 დასრულდა, ხოლო პენალტების სერიაში ფლამენგომ 3–1 გაიმარჯვა.


ლუის ენრიკეს გუნდი მატჩს ბოლო რვა შეხვედრიდან ორის წაგებით ხვდება, თუმცა ამ პერიოდში 20 გოლი აქვს გატანილი.


ფილიპე ლუისის ფლამენგო კი ყველა ტურნირზე ბოლო შვიდ მატჩში დაუმარცხებელია.


განსხვავებული გზა ფინალამდე


გუნდებს ფინალამდე სრულიად განსხვავებული გზა ჰქონდათ.


ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული პსჟ ავტომატურად მოხვდა ფინალში, რომელიც ალ-რაიანში, აჰმად ბინ ალის სტადიონზე გაიმართება. ეს არენა 45,032 მაყურებელს იტევს და 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდ მატჩს უმასპინძლა.


ფლამენგოს კი ლიბერტადორესის მოგების შემდეგ ჯერ ფიფას ჩელენჯერ თასში - დიახ, კიდევ ერთ ტურნირში - მოუწია თამაში და ფინალამდე მისასვლელად კრუს ასული (2–1) და პირამიდს AFC (2–0) დაამარცხა.


პსჟ-ის დანაკლისი


შაბათს, მეცთან ლიგა 1-ის მატჩში (მოგება 3–2 გონსალო რამუშის, კვენტინ ნჟანტუსა და დეზირე დუეს გოლებით), ლუის ენრიკეს შესაძლებლობა ჰქონდა დაესვენებინა ჟოაუ ნევეში, ბრედლი ბარკოლა, ხვიჩა კვარაცხელია და სხვები.


მიუხედავად იმისა, რომ პარიზელებს ამ მატჩში ვერ დაეხმარებიან კაპიტანი მარკინიოსი და აშრაფ ჰაკიმი, ზემოთ ხსენებული ტრიო ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება, რადგან გუნდი 2025 წელს ახალი ისტორიის დაწერას ისახავს მიზნად.


ოქროს ბურთის მფლობელი და უკვე FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი, უსმან დემბელე ავადმყოფობის გამო გარკვეულ პრობლემებს განიცდის და ჯერ გაურკვეველია, დაიწყებს თუ არა მატჩს ან საერთოდ ითამაშებს თუ არა.


ფლამენგოს ისტორიული მისია


ფლამენგოს მხოლოდ ალანი აკლია, დანარჩენი შემადგენლობა სრულად ჯანმრთელია. გუნდი იმედს ამყარებს ჟორჟინიოს გამოცდილებაზე, ჟორჟიან დე არასკაეტასა და პედროს საგოლე ალღოზე, ასევე ფლანგების აქტიურ გამოყენებაზე, რათა პსჟ-ს პრობლემები შეუქმნან.


თუმცა ბრაზილიელებს ისტორიული ტვირთიც აწევთ: უკვე 13 წელია, რაც სამხრეთ ამერიკულ კლუბს ამ ტურნირის არც ერთ ვერსიაში არ გაუმარჯვია, ბოლოს ეს კორინთიანსმა 2012 წელს, ჩელსის წინააღმდეგ მოახერხა.


თავად ფლამენგომ ეს ტიტული ბოლოს 1981 წელს მოიგო, როდესაც ძლიერ ლივერპულს სძლია.


სანტოსი (1962, 1963), გრემიო (1983), სან პაულო (1992, 1993, 2005), ინტერნასიონალი (2006) და კორინთიანსი (2000, 2012) - ეს ის სხვა ბრაზილიური კლუბებია, რომლებსაც ეს ტიტული აქვთ მოგებული.


ამიტომ სრულიად ნათელია, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება გამარჯვება არა მხოლოდ ფილიპე ლუისისა და მისი გუნდისთვის, არამედ ბრაზილიური ფეხბურთისთვის მთლიანობაში.


სავარაუდო შემადგენლობები


პსჟ - შევალიე; ზაირ-ემერი, ზაბარნი, პაჩო, მენდეში; ნევეში, ვიტინია, რუისი; ბარკოლა, დუე, კვარაცხელია


ფლამენგო - როსი; ვარელა, დანილო, ლეო პერეირა, ალექს სანდრო; პულგარი, ჟორჟინიო; კარასკალი, დე არასკაეტა, სამუელ ლინო; ბრუნო ენრიკე


მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პსჟ

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

News image

19 სთ წინ

6 მოთამაშე პსჟ-დან - FIFA-ს წლის საუკეთესო თერთმეტეული

News image

19 სთ წინ

The Best - FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელეა

News image

19 სთ წინ

FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდა

News image

20 სთ წინ

FIFA-ს წლის საუკეთესო მეკარედ დონარუმა დასახელდა

კომენტარები

6 მოთამაშე პსჟ-დან - FIFA-ს წლის საუკეთესო თერთმეტეული

•ფეხბურთი

ფეხბურთი

6 მოთამაშე პსჟ-დან - FIFA-ს წლის საუკეთესო თერთმეტეული
•ფეხბურთი

ფეხბურთი

The Best - FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელეა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

The Best - FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელეა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს წლის საუკეთესო მწვრთნელი ლუის ენრიკე გახდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს წლის საუკეთესო მეკარედ დონარუმა დასახელდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

FIFA-ს წლის საუკეთესო მეკარედ დონარუმა დასახელდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი