VIDEO: კვლავ წითელი ბარათი და არშემდგარი ქამბექი მადრიდში: ატლეტიკომ ბარსელონა გამოთიშა!
14 აპრ, 2026 · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ჩემპიონთა ლიგის საპასუხო 1/4 ფინალში ბარსელონამ ატლეტიკოს სტუმრად 2:1 მოუგო, თუმცა ორი მატჩის ჯამში 2:3 დამარცხდა.
მეტროპოლიტანოზე გამართულ მატჩში ბარსას პირველი თამაშის წაგების (0:2) შემდეგ სიტუაციის გამოსწორება სჭირდებოდა, რისკენაც პირველი ნაბიჯი მე-4 წუთზევე ლამინ იამალის გოლით გადადგა.
24-ე წუთზე ფერან ტორესმა სხვაობა ორამდე გაზარდა და ბარსას ჩამორჩენა სრულად აღმოფხვრა, თუმცა 31-ზე ატლეტიკომ სტუმრები კონტრშეტევაზე გამოიჭირა და ადემოლა ლუკმანმა ერთი ბურთი გაქვითა.
მეორე ტაიმში ბარსელონას გოლი სჭირდებოდა და ცდას არ აკლებდა, თუმცა 79-ე წუთზე პირველი მატჩის სცენარი განმეორდა: სორლოტმა ბოლო იმედის ჯარიმისთვის მოედნიდან ერიკ გარსია გააძევებინა, რამაც ბარსა კვლავ 10 კაცით დატოვა.
დარჩენილ დროში ბარსელონამ 10 კაცითაც შეძლო სიტუაციის დაძაბვა, თუმცა გამათანაბრებელი გოლი ვეღარ გაიტანა და ლიგას გამოეთიშა.
აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დიეგო სიმეონეს ხელმძღვანელობით, ატლეტიკომ ბარსელონა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფიდან 3-დან მესამედ გამოთიშა და ყველა შემთხვევაში 1/4 ფინალიდან - 2013-14; 2015-16 და 2025-26.
ატლეტიკო კი 1/2 ფინალში გავიდა (2017 წლის შემდეგ პირველად), სადაც არსენალსა და სპორტინგს (პირველი მატჩი 1:0) შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.