NBA-ის რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში ლოს ანჯელეს კლიპერსმა იუტა ჯაზი 118-101 დაამარცხა.
კალიფორნიელებს კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 45 ქულა და 7 მოხსნა მიიითვალა. 45-დან 20 ქულა კავაიმ მე-4 მეოთხედში ჩააგდო.
კლიპერსმა ზედიზედ მე-6 მატჩი მოიგო და ჯამში 33 შეხვედრაში 12 გამარჯვებით დასავლეთ კონფერენციაში მე-11 ადგილზეა.
აღსანიშნავია, რომ ბრწყინვალე ფორმაშია კავაი ლეონარდი, რომელიც ბოლო 6 თამაშში საშუალოდ 39.0 ქულას აგროვებს.