მადრიდის 1000-ქულიან მასტერზე ქალთა ფინალური წყვილი ცნობილია.
პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში ამერიკელმა კოკო გოფმა პოლონელი იგა შვიონტეკი 2 სეტში (6-1, 6-1) დაამარცხა.
გოფმა ფინალის გზაზე იგასთან ერთად იასტრემსკას, ლის, ბენჩიჩსა და ანდრეევას მოუგო.
მეორე ფინალისტი კი არინა საბალენკა იქნება, რომელმაც უკრაინელ ელინა სვიტოლინას აჯობა 2 სეტში (6-3, 7-5).
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მადრდში ბლინკოვა, მერტენსი, სტირნსი და კოსტიუკი დაამარცხა.
საბალენკასა და გოფის ფინალური დაპირისპირება 3 მაისს გაიმართება.