მონაკოში, მონტე კარლოს 1000-ქულიანი მასტერსის ფინალი გაიმართა, სადაც კარლოს ალკარასი ლორენცო მუსეტის დაუპირისპირდა.
ესპანელმა იტალიელი 3 სეტში (3-6, 6-1, 6-0) დაამარცხა და მონტე კარლოს ტურნირის გამარჯვებული კარიერაში პირველად გახდა.
21 წლის ასაკში ალკარასმა უკვე მე-18 ტიტული მოიგო, მათ შორის 6 კი 1000-ქულიანი მასტერსია.
ამ ჩემპიონობით კარლოსი რეიტინგში ალექსანდერ ზვერევს გადაუსწრებს და მსოფლიოს მე-2 ჩოგანი გახდება.
ესპანელმა ჩემპიონობის გზაზე მუსეტიმდე სერუნდოლო, ალტმაიერი, ფილსი და დავიდოვიჩ ფოკინა დაამარცხა.